მოხალისეები

  • მარიამ რობაქიძე_985.jpg

    მარიამ რობაქიძე, პროექტის მონაწილე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის X კლასის მოსწავლე

    ამ პროექტს და ზოგადად, ,,ჰელფინგ ჰენდთან’’ თანამშრომლობას მოაქვს საჭირო და კარგი ურთიერთობები, მნიშვნელოვანი ცოდნა დღეისთვის აქტუალურ საკითხებზე. პროექტის ფარგლებში გავიცანი საინტერესო ადამიანები, გავიჩინე ახალი მეგობრები, ვისწავლე მათგან ბევრი რამ. ,,ჰელფინგ ჰენდი’’ გვიქმნის მოგონებებს, რომელიც არასოდეს გვავიწყდება.

    მოხალისეობრივი საქმიანობა ბევრ რამეს გაძლევს, გასწავლის იმას, თუ როგორ შეიძლება იყო ბედნიერი და თან აკეთო კეთილი საქმე, გამოადგე საზოგადოებას.

    მე და ჩემი მეგობრები აქტიურად ვმუშაობთ ამ კუთხით:  ჰიგიენის კლუბის მეშვეობით, მიღებულ ცოდნას ვუზიარებთ თანატოლებს, ვატარებთ საინფორმაციო შეხვედრებს სოფლისა თუ მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ჩვენს პრეზენტაციებს არ აქვს მხოლოდ მოხსენებითი ხასიათი, ვცდილობთ, რომ ხალისიანად, თემატური თამაშებით ვისაუბროთ იმუნიზაციის თუ ვაქცინაციის საკითხებზე. უკვე გვაქვს დაგეგმილი ახალი შეხვედრები, ღონისძიებები, რომლებსაც ადგილობრივი მოზარდების ჩართულობით განვახორციელებთ.