მოხალისეები

  • mariam-natriashvili.jpg

    მარიამ ნატრიაშვილი

    2023 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდო ნომინაციაში “არაფორმალური და ფორმალური განათლების მხარდაჭერა” 16 წლის მარიამ ნატრიაშვილს გადაეცა, ის სსიპ. ადიგენის მუნიციპალიტეტი სოფელ ვარხანის საჯარო სკოლის მოსწავლეა.

    მარიამი 3 წელია რაც აქტიურად მოხალისეობს ადიგენის მუნიციპალიტეტში, ჩამოაყალიბა და შექმნა მოხალისეთა კლუბი, რომელიც არაფორმალური განათლებისა და მოხალისეობის პოპულარიზების მიზნით სხვადასხვა საქმიანობებს ახორციელებს.

    მარიამი მოხალისეობრივად თანატოლებსა და უმცროსს კლასელებს ინგლისურ ენაში ამეცადინებდა, სწორედ მის სახელს უკავშირდება მოხალისე მასწავლებლობა, რომლის ფარგლებში ძალიან ბევრ მოზარდს გაუწია დახმარება. მანვე შექმნა არაფორმალური განათლების ონლაინ სივრცე, სადაც ახალგაზრდებს სამოქალაქო განათლების საკითხებსა და ახალგაზრდულ შესაძლებლობებზე აწვდის ინფორმაციას.

     

    მარიამი ბოლო ერთი წლის მანძილზე ართავდა დასუფთავების აქციებს, სტუმრობდა ხანდაზმულებს, გეგმავდა ახალგაზრდებისათვის ლაშქრობებს, თანამშრომლობდა სამოქალაქო განათლების კლუბთან და აქტიური მოხალისეობით გამოირჩეოდა სასკოლო თემში.

     

    “ჯილდო არის წინაპირობა იმისა რომ მივუახლოვდე ჩემს სამომავლო მიზნებს კიდევ მეტად ვიყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, სარგებელი მოვუტანო ჩემს მუნიციპალიტეტს, ახალგაზრდებს”- მარიამ ნატრიაშვილი