მოხალისეები

  • მარიამ ლომაია_323.jpg

    მარიამ ლომაია, პროექტის მონაწილე, ხობის N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ამ პროექტში მონაწილეობისას ჩემი მთავარი მოტივაცია და სურვილი ის იყო, რომ მეც შემეტანა გარკვეული წვლილი იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საკითხებზე სტერეოტიპების ნგრევაში, გამევრცელებინა და თანატოლებისთვის გამეზიარებინა სწორი ინფორმაცია ამ თემებზე. ამისთვის კი, საჭირო იყო სათანადო განათლების მიღება - რისი შესაძლებლობაც ,,ჰელფინგ ჰენდისა’’ და ,,AIVA’’-ს ახალმა პროექტმა მომცა.

    წყალტუბოს ბანაკში კიდევ ერთ მოხალისესთან, ნინო ლემონჯავასთან ერთად წავედი. ეს იყო საუკეთესო გამოცდილება ჩემს ცხოვრებაში, შევხვდი უამრავ საინტერესო ადამიანს, აქტიურ მოქალაქეებს, მოზარდებს, რომლებიც თავიანთ თემში მუშაობენ ცნობიერების გასაზრდელად.

    სასწავლო პროგრამაში მონაწილეობის შემდეგ არაერთი შეხვედრა დავდგეგმე ხობში, რომელსაც ადგილობრივი მოზარდები და ახალგაზრდები ესწრებიან. მე ძალიან მახარებს მათი ინტერესი და აქტიურობა.

    მოხალისეობას მომავალშიც აუცილებლა გავაგრძელებ, რადგან ესაა საუკეთესო შესაძლებლობა, რომ განვითარდე და შენი თავი წარმოაჩინო და სხვებსაც დაეხმარო - რომ იგივე გააკეთონ.