მოხალისეები

  • mariam-kobiashvili.jpg

    მარიამ კობიაშვილი

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე მარტყოფიდან, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ თანასწორ-განმანათლებელი:

    მარიამი მთელი წლის განმავლობაში აქტიურად ასრულებდა სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობას, სკოლაში ჩამოაყალიბა ინგლისური ენის სასაუბრო კლუბი, ხშირად დადიოდა დღის ცენტრებში და ეხმარებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს, მიუსაფარ ბავშვებს, უპატრონო ცხოველებს...

    როგორც მოხალისე, მარიამი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებაში, გარდა ამისა, ინტენსიურად მართავდა საგანმანათლებლო შეხვედრებს, ტრენინგებს, ვორქშოპებსა და მასტერკლასებს მარტყოფის ახალგაზრდულ ცენტრში. არაერთხელ მიიღო მონაწილეობა გარემოსდაცვით აქტივობებში, რამდენჯერმე იყო მარტყოფის ტურის მოხალისე გიდი.

    მარიამი აქტიურად იყო ჩართული როგორც სასკოლო, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში და მუდმივად ცდილობდა განვითარებულიყო და განევითარებინა თავისი თანატოლები, ბევრს მოხალისეობდა და სხვებსაც მოუწოდებდა ამ საქმიანობისკენ.