მოხალისეები

  • მარიამ აზნარაშვილი_780.jpg

    მარიამ აზნარაშვილი, პროექტის მონაწილე, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ამ პროექტში ახალი გამოცდილების მიღების მიზნით ჩავერთე, სამოქალაქო აქტივიზმს ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი უჭირავს და დარწმუნებული ვიყავი, რომ პროექტის შედეგად მიღებული ცოდნა კიდევ უფრო მეტი პროექტის განხორციელების საშუალებას მომცემდა. ასეც მოხდა: ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ ვაცინაციისა და იმუნიზაციის, სხვადასხვა ვირუსის გავრცელებისა თუ პრევენციის საკითხებზე და ახლა უკვე თამამად შემიძლია მეც დავგეგმო საგანმანათლებლო ღონისძიებები.

    ჩემს მოხალისე მეგობრებთან ერთად უახლოეს მომავალში ჩავატარებ საინფორმაციო შეხვედრებს აღნიშნულ საკითხებზე, გვინდა, რომ კლუბიც ჩამოვაყალიბოთ და კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ ჩვენი საქმიანობა. ამ სურვილებისა თუ გეგმების ასრულებაში კი ,,ჰელფინგ ჰენდისა’’ და AIVA-ს მიერ ორგანიზებული პროექტი ძალიან გვეხმარება.