მოხალისეები

  • lizi-qajaia.jpg

    ლიზი ქაჯაია

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ თანასწორ-განმანათლებელი წყალტუბოდან, ნომინაცია: ჟიურის რჩეული:

    ლიზის ორგანიზებით წყალტუბოში 20-ზე მეტი ტრენინგი ჩატარდა, მას აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა თანატოლებთან, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან, სკოლების დირექციასა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან.

     

    ლიზი არის წყალტუბოს ჰიგიენის კლუბის ერთ-ერთი დამფუძნებელი, სადაც ახლა 40-ზე მეტი მონაწილეა დარეგისტრირებული. ის საკლუბო შეხვედრების აქტიური მონაწილე და ამასთან, თანაორგანიზატორიცაა.

     

    მთელი წლის მანძილზე ლიზის აქტიური მუშაობის შედეგად ათობით მოზარდმა მიიღო ინფორმაცია წყლის ჰიგიენის, ადვოკატირებისა და მოხალისეობის საკითხებზე.