მოხალისეები

  • ლიზი ქაჯაია_377.jpg

    ლიზი ქაჯაია, პროექტის მონაწილე, წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ზოგადად "ჰელფინგ ჰენდური" და მოხალისეობრივი ცხოვრება თითქმის ერთი წლის წინ დავიწყე პროექტით "მოზარდი მოხალისეების ჩართულობა covid-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოში". ამ პროექტში ჩემი ჩართულობა განაპირობა იმჟამინდელმა პანდემიურმა მდგომარეობამ და სოციალურმა უპასუხისმგებლობამ.

    აღნიშნული პროექტის შემდგომ, რა თქმა უნდა, საქმიანობის გაგრძელების და ამ კუთხით კომპეტენციის ამაღლების სურვილი მქონდა, შესაბამისად, ჩავერთე ახალ პროექტში "საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის". მეგობრულმა გარემომ კიდევ უფრო საინტერესო და პროდუქტიული გახადა ტრენინგების მიმდინარეობა. როგორც თანასწორ-განმანათლებელი, ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას პოპულარიზაციას გავუწევ თანატოლებში.