მოხალისეები

  • ლილე გოგსაძე_414.jpg

    ლილე გოგსაძე, პროექტის მონაწილე, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარას საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე

    ამ პროექტის ფარგლებში მხოლოდ იმუნიცაციის ან ვაქცინაციის თემაზე კი არა, უამრავ სხვა საკითხზე მივიღე ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება. მაგალითად, გამოვიმუშავე პრეზენტაციის, საჯარო საუბრის, ეფექტური კომუნიკაციის უნარები, გავიცანი ახალი ადამიანები, ვისიამოვნე იმ საოცარი დღეებით, რომელიც წყალტუბოს ბანაკში გავატარეთ პროექტის მონაწილეებმმა.

    რა თქმა უნდა, მივიღე შესაბამისი ცოდნაც, იმ საგანმანათლებლო მასალებს, რომლებიც ტრენერებმა გაგვიზიარეს, დღემდე ვკითხულობ და ვიყენებ საინფორმაციო შეხვედრების დაგეგმვისას. სკოლის დაწყების შემდეგ ჩვენი ჰიგიენის კლუბის ფარგლებში არაერთ შეხვედრას ჩავატარებთ სხვა მოზარდებთანაც.