მოხალისეები

  • ლიკა გვალია_943.jpg

    ლიკა გვალია, პროექტის მონაწილე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა საზანოს N1 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ყველა პროექტი უაღრესად მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის, განსაკუთრებით კი - მოზარდებისთვის, რადგან ჩვენ ვმუშაობთ და ინფორმაციას ვიღებთ ისეთ აქტუალურ საკითხებზე, როგორიცაა: ვაქცინაცია, იმუნიზაცია, მოხალისეობა... მე ვარ ზესტაფონის მოხალისეთა კლუბის თანასწორ-განმანათლებელი და ახალ პროექტში: "საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის" დიდი ინტერესით ჩავერთე.

    პირველ ეტაპზე შევავსე აპლიკაცია, რის შედეგადაც მოვხვდი ვაქცინაციის ბანაკში,  მივიღე ცოდნა და გამოცდილება ვაქცინაციის და იმუნიზაციის საკითხების შესახებ. სამწუხაროდ, ბევრ ადამიანს დღემდე არასწორი ინფორმაცია აქვს აღნიშნულ საკითხებზე, ამიტომაც ვცდილობ, რომ ის ცოდნა, რომელიც ტრენინგებზე მივიღე გავუზიარო მეგობრებს, ჩემს თემს და ჩვენს საზოგადოებას.

    მოხალისეობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, სხვების დასახმარებლად გამოვიყენო ჩემი დრო და ცოდნა. მთელი ეს პროცესი ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს და ამიტომაც ყოველთვის ვცდილობ ჩავერთო მოხალისეობრივ პროექტებში.