მოხალისეები

  • ლიკა აბულაძე_577.jpg

    ლიკა აბულაძე, პროექტის მონაწილე, ბაღდათის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე

    ეს პროექტი არის კარგი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ავიმაღლოთ ცოდნა იმუნიზაციისა და ვაქცინაციის შესახებ. მიხარია, რომ მეგობრებთან ერთად გავხდი საინტერესო ტრენინგების მონაწილე, რომელიც წყალტუბოში გაიმართა. ეს იყო დაუვიწყარი დღეები ჩემთვის.

    ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას ახლა უკვე სხვებსაც ვუზიარებთ, ჩვენ უკვე ჩავატარეთ საინფორმაციო შეხვედრა თანატოლებთან, ადგილობრივი ჰიგიენის კლუბის წევრებთან ბაღდათის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში. შეხვედრას 30-ზე მეტი მოზარდი ესწრებოდა და თითოეული მათგანი აქტიურად იყო ჩართული წარდგენილი საკითხების განხილვაში.

    სწავლის დაწყების შემდეგ კი გვინდა, საინფორმაციო შეხვედრებს ყოველკვირეული სახე მივცეთ და ჩვენს თანატოლებთან ერთად იმუნიზაციისა თუ მოხალისეობის საკითხებზე აქტიურად ვიმუშაოთ.