მოხალისეები

  • ლია ლორთქიფანიძე_360.jpg

    ლია ლორთქიფანიძე, პროექტის მონაწილე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნის საჯარო სკოლა, XII კლასი

    როცა ეს პროექტი დაიწყო მაშინ ძალიან მწვავე პრობლემა იყო კორონა ვირუსი, მეც გამიჩნდა სურვილი მეტი გამეგო ამ ვირუსზე და მიმეწოდებინა შემდეგ სხვებისთვის სწორი, წყაროებზე დამყარებული ნამდვილი ინფორმაცია.

    მოხალისეობრივ საქმიანობას არ სჭირდება განსაკუთრებული ფინანსური მხარდაჭერა, მთავარია მონდომება. ადრე სანამ ჩავწვდებოდი მოხალისეობის არსს არ მეგონა თუ ოდესმე მოხალისე ვიყავი, მაგრამ   ძალიან ბერვჯელ ვყოფილვარ მოხალისე გაუზრებლად.

    წყალტუბოს სასწავლო პროგრამა იყო ემოციებით, ცოდნით დატვირთული სამი დღე. ნამდვილად ბევრი რამ ვისწავლე, რაც მომავალში აუცილებლად გამომადგება. ბევრ ადამიანს გავუზიარე და გავუზიარებ მიღებულ ცოდნას, რაც ერთი ორად გაზრდის ცნობიერებას ვირუსის, ვაქცინაციის და თავდაცვის სხვადასხვა მექანიზმის შესახებ.

    სასწავლო პროგრამის შემდეგ, რა თქმა უნდა, განვახორციელე აქტივობები, ჩემი ცოდნა გავუზიარე თანატოლებსა და მასწავლებლებს. მომავალშიც ვგეგმავ მნიშვნელოვან ღონისძიებებს.