მოხალისეები

  • ქეთი დურგლიშვილი_996.jpg

    ქეთევან დურგლიშვილი, 16 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ საგარეჯოში, ვარ  მეათე კლასის მოსწავლე. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში აქტიურად ჩავერთე. მინდა ჩემს ქალაქში ბევრმა გაიგოს თუ რას გულისხმობს მოხალისეობა და რამდენად სასარგებლო საქმეების გაკეთება შეუძლიათ მოხალისეებს.

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში მოვიძიე ინფორმაცია მარტოხელა და სოციალურად დაუცველი მოხუცების შესახებ, შევკრიბე თანატოლების ჯგუფი, ერთად შევაგროვეთ მათთვის სხვადასხვა სეზონის ტანსაცმელი და ვეწვიეთ სახლებში. მათთან ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, ჩვენი მიზანია მათ იგრძნონ, რომ სოციუმთან კავშირი არ აქვთ გაწყვეტილი, გვინდოდა გაგვემხნევებინა და გაგვეხალისებინა ისინი. მგონი გამოგვივიდა კიდეც.  

    პროექტის ფარგლებში ასევე ვგეგმავ საინტერესო ფილმების ჩვენებას მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის და  გაკვეთილების ჩატარებას სხვადასხვა საგანში.

    მომავალში მინდა, რომ ფილოლოგი გავხდე და უმაღლესი განათლება მივიღო. ამავდროულად, ჩემი პროფესიის პარალელურად, ყოველთვის სიამოვნებით და ხალისით ჩავერთვები მოხალისეობრივ საქმეებში, ვაპირებ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებთან ვიმუშაო როგორც ფილოლოგმა და როგორც მოხალისემ. იმედია, შევძლებ ჩემი გეგმების შესრულებას.