მოხალისეები

  • inna-xelaia.jpg

    ინნა ხელაია

    2022 წლის საუკეთესო მოხალისე წყალტუბოდან, თანასწორ-განმანათლებელი, ნომინაცია: ჟიურის რჩეული.

    ,,ინნა ,,ჰელფინგ ჰენდის’’ აქტიური მოხალისე და გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების მონაწილეა. როგორც თანასწორ-განმანათლებელმა არაერთი საინტერესო ღონისძიება დაგეგმა, ჩაატარა 10-მდე საინფორმაციო ტრენინგი, საკლუბო შეხვედრები, ხოლო 1 ივნისს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა.

    მისი მოხალისეობის შედეგად 400-მდე მოზარდმა მიიღო ინფორმაცია მოხალისეობის, ჰიგიენისა და იმუნიზაციის საკითხებთან დაკავშირებით. მეწყვილესთან ერთად გაიმარჯვა საგრანტო კონკურსში და შესაბამისი დაფინანსებით ასევე საინტერესო აქტივობები დაგეგმა.

    ინნა არის მოტივირებული მოხალისე, რომელიც თემში განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს და სტიმულს აძლევს სხვა თანატოლებსაც.