24 წლის, 2022 წლის საუკეთესო მოხალისე, ჟიურის რჩეული:
ფანარა უკვე მესამე წელია აქტიურადაა ჩართული გაეროს ბავშვთა ფონდისა და ჰელფინგ ჰენდის პროექტებში როგორც მოხალისე და თანასწორ-განმანათლებელი.
ის ფსიქოლოგი და პრაქტიკანტი მასწავლებელია. პროფესიიდან გამომდინარე განსაკუთრებულად აინტერესებს განსხვავებულ ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი მოსმენა და მათთან ურთიერთობა.
,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ფანარა მოხალისეობრივად ხვდებოდა სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შშმ პირებს, ზოგს ონლაინ-რეჟიმში, ნაწილს კი - პირადად უწევდა კონსულტაციას და ეხმარებოდა სტრესისა თუ მარტოობის დაძლევაში.
ფანარას, როგორც მოხალისეს დიდი წვლილი აქვს გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვახტანგისში სკოლის ბიბლიოთეკის მოწყობის საქმეში, ის ასევე აქტიურად ეხმარება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს ქართული ენის შესწავლაში.