მოხალისეები

  • ელენე საჯაია_605.jpg

    ელენე საჯაია, პროექტის მონაწილე, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი, აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის მოსწავლე

    როცა ამ პროექტის შესახებ გავიგე, მაშინვე გადავწყვიტე, რომ მონაწილეობა მიმეღო. ჰიგიენის საკითხებით განსაკუთრებით ვიყავი დაინტერესებული, მით უმეტეს, პანდემიის შემდეგ. თანაც გარკვეული ცოდნა და გამოცდილება უკვე მქონდა, ვიყავი ჩვენივე სკოლაში შექმნილი ჰიგიენის კლუბის წევრი და მინდოდა, რომ ცოდნაც გამეღრმავებინა და საინტერესო პროექტშიც ჩავრთულიყავი.

    მიხარია, რომ შემარჩიეს და ძალიან საინტერესო გარემოში გავიარე ტრენინგები ჩემს ახალ მეგობრებთან და პროფესიონალ ტრენერებთან ერთად. ამ ყველაფრის შესაძლებლობა მომცა პროექტმა ,,საქართველოს ახალგაზრდები ვაქცინაციისთვის’’.

    ახლა უკვე აქტიურად ვმუშაობ ჩემივე სკოლაში იმ საკითხების, იმ ცოდნის და იდეების სხვებისთვის გაზიარების მიზნით, რომელიც პროექტის ფარგლებში შევიძინე. მინდა, რომ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმე ვაკეთო და მოხალისეობა ამისთვის საუკეთესო გზაა.