მოხალისეები

  • elene-nasyidashvili.jpg

    ელენე ნასყიდაშვილი, ბოლნისი, 16 წლის

    "ჯილდო ჩემთვის არის ცხოვრების ახალ ეტაპი, ახალი ოცნების დასაწყისი. კონკურსის შესახებ 2023 წლიდან მქონდა ინფორმაცია და დღეს ამაყი ვარ, რომ თავად ვარ ამ სტატუსის მატარებელი. Როდესაც, ჩემი სახელი და გვარი გამოაცხადეს, ვერ აღგიწერთ იმ განცდაას, რაც დამეუფლა და ალაბათ მთელი ცხოვრება გამჰყვება. 

    ახალგაზრდებს ვურჩევდი, რომ ყველგან და ყველაფერში მხოლოდ მატერიალური ანაზღაურება არ ეძიონ, თუ ბევრი მოხალისე ვიქნებით და გულით სხვებსაც დავეხმარებით, სამყარო და ჩვენი ქვეყანა უკეთესობისაკენ შეიცვლება. 

    ჯილდოს კონკურსი არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რათა კარგი მაგალითების გაზიარება მოხდეს და მოტივაცია ჰქონდეთ ახალგაზრდებს, თავისუფალი დრო დაუთმონ მოხალისეობას" - ელენე ნასყიდაშვილი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია: "სოციალური ინკლუზია და მოხალისეობა". 

    16 წლის ელენე ნასყიდაშვილი, ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან არის და კაზრეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ელენემ მოხალისეობრივი საქმიანობა, 2023 წელს სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებსა და ბავშვებს მიუძღვნა. ის, ხშირად სტუმრობდა ბოლნისის სსსმ და შშმ პირთა სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის დღის ცენტრს, თანატოლებთან ერთად საგანმანათლებლო შემეცნებით პროგრამებს ახორციელებდა მათთვის. ელენე დიდ დროს ატარებდა სოციალურად დაუცველთა სასადილოში, სადაც მოხალისეობრივად დახმარებას უწევდა სერვისით მოსარგებლე პირებს.

    ელენე მოხალისეობდა მოხუცთა თავშესაფარში, სადაც ის  ხანდაზმულების  რუტინული ცხოვრების გამრავალფეროვნებას  კულტურული თუ შემეცნებითი ღონისძიებების ორგანიზებით ცდილობდა. 

    ელენე ნასყიდაშვილი, ასევე გახლდათ მოხალისე ელჩი, და იგი ამ სტატუსით სტუმრობდა საჯარო სკოლებს და მართავდა საინფორმაციო შეხვედრებს მოხალისეობის მნიშვნელობასა და არსებულ შესაძლებლობებზე. 

    ელენემ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ათობით საქველმოქმედო ღონისძიება თავად დაგეგმა, მხარდამჭერები მოიძია და სოციალურად დაუცველი ოჯახების, ბავშვებისა და ხანდაზმულთათვის განახორციელა.

     

    #2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო

    #ახალგაზრდულიმოხალისეობა

    #ახალგაზრდობისსააგენტო

    #ჰელფინგჰენდ