მოხალისეები

  • ელენე მაჭავარიანი_344.jpg

    ელენე მაჭავარიანი, პროექტის მონაწილე, სამტრედიის მუნიციპალიტეტის N3 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე

    ამ პროექტში მონაწილეობა საინტერესო გამოწვევაა ჩემთვის, მინდოდა, რომ პანდემიის თუ პოსტპანდემიის პირობებში საჭირო ცოდნა და გამოცდილება მიმეღო. ჩემი იმედები გამართლდა. გავიარე ძალიან საინტერესო ტრენინგები, მივიღე ცოდნა და გამოცდილება და გავიცანი სხვა მოხალისეებიც - საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. პროექტებში მონაწილეობის პარალელურად, განვვითარდი, ჩამოვაყალიბე მოხალისეთა კლუბი და გავხდი თანასწორ-განმანათლებელი.

    ახლა კლუბის წევრებთან ერთად ხშირად ვატარებ ტრენინგებს, შეხვედრებს, სხვადასხვა აქტივობას და როგორც სხვა მოხალისეები, მეც ხშირად ვუზიარებ ტრენინგებზე მიღებულ ცოდნას ჩემს თანატოლებს.