მოხალისეები

  • დავით პაატაშვილი_738_740.jpg

    დავით პაატაშვილი, 17 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივ აქტივობებს თბილისში, ,,World Vission’’-ის მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფარსა და დღის ცენტრში ვახორციელებ. ჩემი საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო კუთხით მიმდინარეობს, ვგეგმავ სახალისო თამაშებს, რომლებიც ხელს უწყობს მოზარდების განვითარებას, ეხმარება მათ კონკრეტული ფაქტების შემეცნებაში და ახალი ცოდნის მიღებაში: გარემოს დაცვის, ტოლერანტობის, თანასწორობისა თუ სხვა საკითხებზე.

    მოხალისეობრივ პროექტებში მანამდე არასდროს არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ეს პირველი გამოცდილებაა და ძალიან მომწონს. სასიამოვნო განცდაა, როცა სხვებს ეხმარები, საკუთარ ცოდნას უზიარებ და მათ გამოცდილებასაც ეცნობი, როცა ორმხრივად ხდება ინფორმაციის გაცვლა. მომავალშიც შევეცდები, რომ ჩემი თავისუფალი დროის ნაწილი მოხალისეობრივ საქმიანობას დავუთმო.