
17 წლის ავთანდილ ხომერიკი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი შრომაში ცხოვრობს და ის სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლის მოსწავლეა.
“ვფიქრობ, შრომა ყოველთვის ფასდება, თუ იგი მნიშვნელოვან შედეგს მოიცავს. ჩემთვისაც ეს ჯილდო ნიშნავს დამატებით მოტივაციას, წარსული საქმიანობის შეჯამებასა და ანალიზს, რაც დამეხმარება მომავალში წარმატებული ნაბიჯების გადადგმაში.
მოხალისეობა - ჩემთვის ეს არის უნარების, იდეების, მისწრაფებების რეალიზება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საქმეებში, მჯერა რომ ეს დადებით გავლენას ახდენს არა მხოლოდ ჩემზე, არამედ გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესებაზე. მოხალისეობა ეხმარება თითოეულ ადამიანს შეცვალოს სამყარო უკეთესობისკენ.
ახალგაზრდებს ვურჩევ, გამონახონ თავისუფალი დრო და ჩაერთონ მოხალისეობრივ საქმიანობაში, ხოლო წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს კონკურსში მონაწილეობა მათ დაეხმარებათ უკეთ გაანალიზონ საკუთარი მიღწევები, შეცდომები და დაგეგმონ მომავალი საქმიანობა” - ავთანდილ ხომერიკი, 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ჯილდოს გამარჯვებული, ნომინაცია “განათლება და სათემო განვითარება.
ავთანდილ ხომერიკის მოხალისეობა საგანმანათლებლო, მათ შორის პროფესიული საქმიანობის პოპულარიზაციის ხელშემწყობ პროექტებს მოიცავს, რაც უკავშირდებოდა მოზარდებისთვის სასწავლო ვიზიტების ორგანიზებას კოლეჯ “ჰორიზონტთან თანამშრომლობით.
ავთანდილი თანატოლებთან ერთად ასევე უძღვებოდა ათობით საგანმანათლებლო შეხვედრას სკოლის მოსწავლეებისათვის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საგანგებო სიტუაციები და გადაუდებელი დახმარება, გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილებები, საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები, თამბაქო და ცხოვრების ჯანსაღი წესი, აწყობდა ფილმის ჩვენებებსა და დისკუსიებს შშმ პირთა შესახებ გავრცელებულ სტერეოტიპებზე და ა.შ
ავთანდილმა ასევე თავად დააარსა ინტერნეტ ტელევიზია TV-მეორე, შემოიკრიბა გუნდში თანატოლები, და მათთან ერთად ამზადებდა საგანმანათლებლო, კულტურულ და შემეცნებით საკითხებზე სიუჟეტებს.
#2024წლისსაუკეთესომოხალისისეროვნულიჯილდო
#ახალგაზრდობისსააგენტო
#ჰელფინგჰენდ
#ახალგაზრდულიმოხალისეობასაქართველოში