მოხალისეები

  • ანი დავითაძე_957.jpg

    ანი დავითაძე, პროექტის მონაწილე, ვანის მუნიციპალიტეტი

    ამ პროექტის მეშვეობით მე და ჩემმა თანატოლებმა მნიშვნელოვანი და საჭირო ინფორმაცია მივიღეთ. მსგავს პროექტებში მონაწილეობა არის საუკეთესო შესაძლებლობა, რომ განავითარო შენი თავი და მიიღო ახალი ინფორმაცია, გამოიმუშაო შესაბამისი უნარები და მიღებული ცოდნა სხვებსაც გაუზიარო, ყველაფერთან ერთად კი დააგროვო საოცარი მოგონებები და დაუვიწყარი დღეები გაატარო ახალ მეგობრებთან ერთად.

    დღეს უკვე ჩვენს თემში, ჩვენს მუნიციპალიტეტში ვმუშაობთ აქტიურად მე და ჩემი მეწყვილე, რომ ტრენინგებზე მიღებული ცოდნა იმუნიზაციისა და ვაქცინაციის საკითხებზე სხვებსაც გადავცეთ, სხვა მოხალისეებთან ერთად ვაკეთოთ სასარგებლო და კეთილი საქმეები. მიჭირს იმ გრძნობის, იმ მუხტის გამოხატვა, რომელსაც მოხალისეობისას განვიცდი. მხოლოდ შემიძლია, რომ სხვა თანატოლებს მთელი გულით მოვუწოდო: ,,მე მოხალისე ვარ, გახდი შენც!’’