მოხალისეები

  • ანა პაქსაძე_494.jpg

    ანა პაქსაძე, 15 წლის, მოხალისე

    მოხალისეობა  ეს  საუკეთესო  რამაა,  რაც   აქამდე  გამომიცდია,   მართალია  ამ ყველაფერს ბევრი  შრომა   სჭირდება,  მაგრამ,  სამაგიეროდ,  შესაძლებლობა მეძლევა, რომ სხვა ბედნიერი გავხადო!

    მე ვცხოვრობ ხულოს მუნიციპალიტეტში, ზემო აჭარაში. ჩართული ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში და ჩემს რეგიონში ვახორციელებ აქტივობებს.

    ჩემს მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვგეგმავ ონლაინ-ბანაკის ორგანიზებას. ბანაკი იქნება ორდღიანი და  დატვირთული საინტერესო პროგრამით.  მონაწილეები ორ ასაკობრივ კატეგორიად დაიყოფიან: 10-13 და 14-16 წლის მოზარდები ხულოს მუნიციპალიტეტიდან.

    ასაკის მიხედვით ასევე დაიყოფა ბანაკში სამუშაო დღეებიც: ერთ დღეს ერთ ასაკობრივ კატეგორიას დავუთმობთ, მეორე დღეს - მეორეს. თითოეულ დღეს ბანაკში 20 ბავშვი ჩაერთვება, ჯამში 40-მდე მონაწილე.

    ბანაკის პროგრამა ითვალისწინებს: ინტელექტუალური  თამაშების, დისკუსიების,  ჯგუფური  სამუშაოების და სხვა საგანმანათლებლო თუ გასართობი აქტივობების ორგანიზებას.

    ასევე გეგმაში გვაქვს, რომ ბანაკის გარდა ორგანიზება გავუწიოთ საქველმოქმედო ღონისძიებასაც და საკვები პროდუქტები მივუტანოთ იმ ოჯახებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.