მოხალისეები

  • ანა მარგველიანი_886.jpg

    ანა მარგველიანი, პროექტის მონაწილე

    ეს არის ყველაზე საინტერესო საქმე და პროექტი, რომელშიც აქამდე მონაწილეობა მიმიღია. გავიგე უამრავი რამ გადამდები დაავადებების, ასევე პანდემიის მართვის შესახებ, გავიაზრე, რა როლი გვაქვს მოქალაქეებს, მათ შორის მოზარდებსაც, ჰიგიენის დაცვის, პანდემიების პრევენციის პროცესში. დღეს უკვე ის მახარებს, რომ სხვებსაც შემიძლია მიღებული ცოდნა გავუზიარო, ჩემი აზრი ვუთხრა, კითხვებზე ვუპასუხო..

    მადლობა პროექტის ორგანიზატორებს, თითოეულ ტრენერს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მოზარდი მოხალისეების განათლებაში. ახლა უკვე ჩვენი ჯერია! შევეცდები, რომ ჩემს მეგობრებს ის გამოცდილება და ინფორმაცია გადავცე, რაც პროექტის ფარგლებში მივიღე.