მოხალისეები

  • ანა სიხაშვილი_367.jpeg

    ანა სიხაშვილი

    18 წლის, მოხალისე

    აქტიური ცხოვრება ჩემი სტილია, უანგაროდ სასიკეთო საქმის კეთება კი ჩემი პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, მაინტერესებს და ჩართული ვარ არაერთ მოხალისეობრივ აქტივობაში. მათ შორისაა პროექტი „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“, რომელსაც „ჰელფინგ ჰენდი“ ახორციელებს.

    პანდემიის პერიოდში, სხვადასხვა გარემოებამ დამაფიქრა იმაზე, რომ საზოგადოება ნაკლებად იცნობდა შშმ პირების საჭიროებებს, არ ფლობდა მათთან დაკავშირებულ კონკრეტულ ინფორმაციას, მაგალითად, არ იცოდნენ ის, რომ შშმ პირს ჰქონდა პირბადის გარეშე გადაადგილების უფლება, რაც ხშირად ქმნიდა პრობლემებს საზოგადოებაში. ამ და სხვა ფაქტების გამო, გადავწყვიტე, რომ მიმდინარე მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში დავგეგმო ისეთი საგანმანათლებლო აქტივობები, რომელთა მეშვეობითაც, საქართველოს რეგიონებში, საზოგადოებას გავაცნობ პანდემიისა თუ პოსტპანდემიის პირობებში შშმ, განსაკუთრებით კი უსინათლოთა თემის საჭიროებებს.

    მეც შეზღუდული შესაძლებლობის პირი ვარ და პირადად ჩემი გამოცდილება ძალიან მეხმარება საინტერესო და ჩემი თემისთვის პრიორიტეტული აქტივობების დაგეგმვაში.

    მოხალისეობრივ საქმიანობას ტრენინგების დასრულების შემდეგ, სექტემბრიდან დავიწყებ, იმედი მაქვს, რომ ამ ღონისძიებებში ბევრი ადამიანის ჩართვას და მათთვის სასარგებლო საქმის განხორციელებას შევძლებ.