მოხალისეები

  • თამტა ხუციშვილი20201006_022016_732.jpg

    თამთა ხუციშვილი, 29 წლის, მოხალისე

    მე აქტივობებს კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელი ოზაანში ვახორციელებ.

    ,,ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში’’ პროექტის ფარგლებში ჩავატარე გაკვეთილები იმ მასწავლებლებისთვის, რომელთაც უჭირდათ საგაკვეთილო პროცესში ონლაინ-პლატფორმების გამოყენება, ამიტომ, მათთან ერთად დეტალურად განვიხილეთ სხვადასხვა სასწავლო პლატფორმის სპეფიციკა და ის ძირითადი საკითხები, რომლებიც სამომავლოდ ძალიან გამოადგებათ სამუშაო პროცესში.

    ამავდროულად, განვახორციელე ფანდრაიზინგის კამპანია ადგილობრივი სოციალურად დაუცველი ოჯახის დასახმარებლად. მიხარია, რომ ამ კამპანიაში ადგილობრივი მოსახლეობა და ჩემი მეგობრები აქტიურად ჩაერთნენ და ჩვენ შევძელით, თუნდაც მცირედით მაინც დავხმარებოდით მათ.

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის მიზანია - საინტერესო საგანმანათლებლო თუ საქველმოქმედო პროექტების ორგანიზება, განსაკუთრებით ჩემი თემის გამოწვევების საპასუხოდ და ადგილობრივი მოსახლეობის სასარგებლოდ.