მოხალისეები

  • მარიამ ბერია_119.jpeg

    მარიამ ბერია, 28 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ბოლნისში და ვარ სამოქალაქო განათლების პედაგოგი დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლა.

    მოხალისეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო თემაა. პანდემიის დროს, სწორედ ამ თემაზე ჩავატარე გაკვეთილები ჩემივე მოსწავლეებთან. მინდოდა, თავადაც მეტი რამ გამეგო მოხალისეობის შესახებ, ეს იყო ჩემი მოტივაცია, როდესაც ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მიერ ორგანიზებულ მოხალისეობრივ პროექტს შევუერთდი.

    მოხალისეობის შესახებ ჩატარებული გაკვეთილების მიმდინარეობისას, თეორიული კურსის პარალელურად, მოსწავლეებს ვაჩვენე პრაქტიკული მაგალითები, მათ შორის საინტერესო ვიდეოები 13 ივნისის ტრაგედიის შემდგომ ქალაქის დასუფთავებაში ჩართულ მოხალისეებზე, ასევე, 1978 წლის 14 აპრილს, ქართული ენის სახელმწიფოებრივი სტატუსის დასაცავად გაერთიანებული ახალგაზრდებისა და მოხალისეების ისტორია.

    ახლა ჩემს მოსწავლეებთან ერთად, რომელთა ნაწილი ასევე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეა, ვგეგმავ ჩამოვაყალიბო არაფორმალური განათლების კლუბი, სადაც ერთად შევძლებთ: წიგნების კითხვას, დისკუსიას, საინტერესო ფილმების ჩვენებას. ამ მოხალისეობრივი პროექტის მთავარი მიზანი არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობაა.