მოხალისეები

  • მაგდა პაპიძე_730.jpg

    მაგდა პაპიძე, 27 წლის, მოხალისე

    მე მოხალისეობრივ აქტივობებს ქალაქ რუსთავში ვახორციელებ. პროფესიით ვარ ინგლისური ენის ფილოლოგი, ასევე დამთავრებული მაქვს განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო კურსიც.

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო ხასიათისაა. ზუმის პლატფორმის გამოყენებით ჩავატარე ტრენინგი მედიაწიგნიერების შესახებ, რომელსაც მოზარდები, ახალგაზრდები და სკოლის პედაგოგები ესწრებოდნენ, ეს იყო ოთხსაათიანი ტრენინგი, სადაც მედიაწიგნიერების შესახებ სხვადასხვა საკითხი მიმოვიხილეთ, მათ შორის: კომუნიკაციის გზები და რესურსები, ყალბი და ფალსიფიცირებული ინფორმაციის სპეციფიკა და ა. შ.  მსურველების არსებობის შემთხვევაში, მზად ვარ ამ თემაზე ტრენინგები არაერთხელ ჩავატარო მომავალშიც. ასევე დაგეგმილი მაქვს ტრენინგები კრეატიული აზროვნების ჩამოყალიბებისა თუ სხვა საკითხებზე, რომლებიც ახალგაზრდების განვითარებას უწყობს ხელს.

    სამომავლოდ ვგეგმავ, რომ ქალაქ რუსთავში, მოხალისეობრივად ჩავატარო ინგლისური ენის გაკვეთილები მრავალშვილიანი ოჯახების ბავშვებისთვის და დავეხმარო მათ ამ ენის შესწავლაში.