პროფესიით ვარ სოციოლოგი (ბაკალავრის ხარისხი), ხოლო სამაგისტრო პროგრამა გამოყენებითი სოციოლოგიისა და სოციალური ანთროპოლოგიის მიმართულებით დავამთავრე. ამავდროულად, მაქვს მოხალისეობისა და ახალგაზრდულ პროექტებში მონაწილეობის კარგი გამოცდილება.
„ახალგაზრდული მოხალისეობა COVID-19 პანდემიის საპასუხოდ საქართველოში“ პროექტის ფარგლებში დავგეგმე რამდენიმე პროექტი და მოხალისეობრივი აქტივობა, მათ შორის: მინი საზაფხულო სკოლა, რომელიც არაფორმალური სწავლების მეთოდებით მიმდინარეობდა, სკოლის მუშაობაში 6-დან 12 წლამდე ათი მოსწავლე ჩაერთო;
შევუერთდი მსოფლიო დასუფთავების აქციას, რომელშიც ჩემთან ერთად ჩავრთე 9-16 წლის ოცამდე ახალგაზრდაც, ასევე ვმოხალისეობდი One Caucaus ფესტივალის მიმდინარეობის პროცესში, რაც გულისხმობდა PR - აქტივობებში დახმარებას და ტექსტების თარგმნას ქართულ, ინგლისურ და პოლონური ენებზე.
ასევე, ვცდილობ, ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას გავუზიარო ინფორმაცია საზღვარგარეთ უმაღლესი განათლების მიღებასთან დაკავშირებით, ამ საკითხზე გახლდით მომხსენებელიც ერთ-ერთ საგანმანათლებლო ვებინარზეც.
ჩემთვის მოხალისეობა არის: ძალიან დიდი გამოცდილება, როგორც პიროვნული, ისე კარიერული თვალსაზრისით და ასევე, განცდა, რომ აკეთებ სხვებისთვის საკეთილდღეო საქმეს, რაც მიღწეული შედეგით კმაყოფილების შესაძლებლობას გაძლევს.