მოხალისეები

  • ელზა მაისურაძეIMG_20201001_122017_904_601.jpg

    ელზა მაისურაძე, 26 წლის, მოხალისე

    მე მოხალისეობრივ აქტივობებს შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბახტევში ვახორციელებ. ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის ფარგლებში ვახდენ მოსახლეობის ინფორმირებას პანდემიით არსებული გამოწვევების პროცესში, სხვადასხვა ეტაპზე ვაწვდი მათ მნიშვნელოვან ინფორმაციას, არსებული შეზღუდვების, ჰიგიენური ნორმების თუ სხვა აქტუალური საკითხების შესახებ.

    აქტიური კომუნიკაცია მაქვს 6-დან 18 წლის ასაკის 80-მდე მოსწავლესთან, ადგილობრივ მოზარდებთან და ახალგაზრდებთან, რომლებთან ერთადაც ვგეგმავ სხვადასხვა აქტივობას, მაგალითად, პერიოდულად ვაწყობთ დასუფთავების აქციებს, გარემოსდაცვით ღონისძიებებს და ა.შ.

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის მიზანია, თემისთვის საინტერესო და სასარგებლო პროექტების განხორციელება, ჩემი თანატოლების და უმცროსი თაობის ჩართვა სახალისო და საინტერესო ღონისძიებებში.