მოხალისეები

  • მარიკა ბაღანაშვილი_409.jpeg

    მარიკა ბაღანაშვილი, 25 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში სხვადასხვა მოხალისეობრივ საქმიანობას ვახორციელებ. ასე მაგალითად: ჩართული ვარ რადიო „ჩემი ხმის“ მუშაობაში, ვწერ და ვაქვეყნებ საინფორმაციო პოსტებს სოციალურ მედიაში: მიმდინარე გადაცემებზე, დაგეგმილ საკითხებსა და სხვა სიახლეებზე. ასევე ვეხმარები გადაცემის წამყვანს საჭირო რესურსების მოძიებაში.

    ამავდროულად, ამავე რადიოს ეთერში, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ კიდევ ერთ მოხალისესთან, ვიქტორია არაქელიანთან ერთად, დავიწყე  ახალი გადაცემა: „მოხალისეები გვიამბობენ“,   სადაც ყოველ კვირა დღეს, 13:00-ზე, პირდაპირ ეთერში გადის ჩვენი მომზადებული გადაცემა.  

    თითოეულ გადაცემაში მოწვეული გვყავს ჩვენი პროექტის მოხალისეები, რომლებიც გვიყვებიან საკუთარი გამოცდილების, მათ მიერ განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი მოხალისეობრივი აქტივობების შესახებ. ძალიან გვახარებს ის, რომ ამ პროექტს მოჰყვა კარგი გამოხმაურება და უკვე ჰყავს ერთგული მსმენელებიც. ვფიქრობ, რომ ეს პროექტი ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილებაა ჩემს ცხოვრებაში.