მოხალისეები

  • ალეკო ქვრივიშვილი_431.jpg

    ალეკო ქვრივიშვილი, მოხალისე, 25 წლის

    პროფესიით ფიზიკური აღზრდისა და სპორტის პედაგოგი ვარ და ამ მიმართულებით მუშაობის ორწლიანი გამოცდილება მაქვს, ამავდროულად, გახლავართ სპორტსმენი/მოქმედი ძიუდოისტი, სპორტული ღონისძიებების მენეჯერი და არაერთი ახალგაზრდული პროექტის მონაწილე.

    ,,ჰელფინ ჰენდის’’ მოხალისეობრივი პროექტის ფარგლებში დავგეგმე ლაშქრობების სერია: ,,აქტიური სვლა’’, რომელსაც კიდევ ორ მოხალისესთან  - ანა ბარამაშვილთან და ხატია დავითაშვილთან ერთად  ვუწევ ორგანიზებას. პროექტის ფარგლებში, ყოველკვირეულად ეწყობა გამაჯანსაღებელი და სათავგადასავლო ლაშქრობა კუს ტბის მიმდებარედ, ბულბულების ჭალაზე.

    ჩვენი პროექტის მიზანია: ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ჯანსაღ გარემოში დროის სასარგებლოდ გატარება, Covid-19-ით  გამოწვეული სტრესული გარემოდან თავის დაღწევა და სოციალური მხარდაჭერა. პირველი ლაშქრობა 16 აგვისტოს შედგა. სულ  10 ასეთი ლაშქრობა მოეწყობა. დაგეგმილ ტურში ათამდე ახალგაზრდა შემოგვიერთდა. კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიის დალაშქვრასთან ერთად, გვქონდა სხვადასხვა სახალისო და ფიზიკური აქტივობები, გავცვალეთ იდეები, ვისაუბრეთ დროის მენეჯმენტის, ერთმანეთის გამოცდილების, საინტერესო პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ, იმედი გვაქვს, ეს აქტივობა ყველა მონაწილისთვის საინტერესო და სასარგებლო იყო.