მოხალისეები

  • თამარ მაისურაძე_625.jpg

    თამარ მაისურაძე, 24 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ჩემი მოხალისეობრივი აქტივობები ძირითადად რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში განვახორციელე.

    ამ აქტივობების მთავარი მიზანი სპორტის პოპულარიზაცია იყო, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი რეგიონებში. შესაბამისად, ჩატარდა ოლიმპიური გარბენი და სხვა სპორტული ღონისძიებები, პროექტის მიმდინარეობისას ვისაუბრეთ სპორტული და ჯანსაღი წესით ცხოვრების მნიშვნელობაზე, ასევე ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმებზე. ვისაუბრეთ, სხვადასხვა სპორტულ მიმდინარეობაში გოგონების ჩართულობაზეც, რადგანაც, სამწუხაროდ, ცალკეულ სახეობაში ქალები ნაკლებად  არიან ჩართულები. პროექტის ბოლოს მონაწილეები დაჯილდოვდნენ კიდეც;

    6 ოქტომბერს კი თბილისში, 35-ე სკოლის მოსწავლეებისთვის, ოლიმპიზმის დღესთან დაკავშირებით მოვამზადე და დავბეჭდე სპორტული სიმბოლოები, რომლებიც მასწავლებლების მეშვეობით დავურიგეთ მათ. სიმბოლოების მიხედვით მათ უნდა აერჩიათ, თუ რომელი სპორტული სახეობის მონაწილედ წარმოუდგენიათ საკუთარი თავი. ბარათებზე ასევე იყო ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რატომ აღინიშნება ქართული სპორტისა და ოლიმპიზმის დღე და რატომაა ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი.

    ამჟამად ვგეგმავ, რომ ისევ რაჭაში, ერთ-ერთ მაღლმთიან სოფელში - ფსორში (ონის რაიონი) მოვინახულო იქ მცხოვრები რამდენიმე, სოციალურად დაუცველი მოსახლე და შეძლებისდაგვარად დავეხმარო მათ.