მოხალისეები

  • ივდითი კვიტია_64.jpg

    ივდითი კვიტია, 24 წლის, მოხალისე

    მაქვს რამდენიმე პროფესია: ვარ ფილოლოგი, ჟურნალისტი, ამჟამად ვსწავლობ განათლების ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით პროფესიულ კოლეჯში.

    მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დატვირთული რეჟიმი მაქვს, სიამოვნებით ჩავერთე ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში, რადგან ძალიან მინდოდა, ჩემი რესურსები სასარგებლო საქმისთვის გამომეყენებინა და თუნდაც მცირედით შემეცვალა არსებული ვითარება უკეთესობისკენ.

    ,,ჰელფინგ ჰენდმა’’ თავად დამაკავშირა არასამთავრობო ორგანიზაციას: ,,ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის’’. მათთან, როგორც მოხალისე, აქტიურად ვთანამშრომლობ და ჩართული ვარ ახალგაზრდულ პროექტში, რომლის ფარგლებშიც სამეგრელოს რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში იქმნება ახალგაზრდული ჯგუფები, სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობის მიზნით. 

    უახლოეს მომავალში ასევე ვგეგმავ, რომ ქართულ ენასა და ლიტერატურაში ონლაინ-გაკვეთილები ჩავატარო და დავეხმარო იმ მოსწავლეებს, ვისაც პანდემიის გამო, დამატებითი მეცადინეობა სჭირდება ამ საგანში.