მოხალისეები

  • მარიამ ასლანიშვილი_972.png

    მარიამ ასლანიშვილი, 23 წლის, მოხალისე

    ძირითადი პროფესიით ქართული ენის ფილოლოგი ვარ, ხოლო მეორადი პროფესიით: ბიოლოგი. როგორც მოხალისე სიამოვნებით ჩავერთე ახალგაზრდულ პროექტში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მიერ ხორციელდება.

    ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბალიჭში ვახორციელებ. სოფელში შევქმენი მოხალისეობრივი ჯგუფი, რომელსაც ვუზიარებ სხვადასხვა თემაზე მომზადებულ ინფორმაციულ ტექსტებს და ვცდილობ მათი ცნობიერების ამაღლებას აქტუალურ საკითხებზე. ჯგუფში გაზიარებული ტექსტების დიდი ნაწილი ქართული ენის ფილოლოგიას უკავშირდება. მაგალითად, შესაბამისი სახელმძღვანელოებიდან დავამუშავე ქართული ენის გრამატიკის სხვადასხვა საკითხი, რომელიც გავუზიარე ჩემი ჯგუფის წევრებს. ასევე, შევქმენი იუთუბ არხი, სადაც პერიოდულად გავავრცელებ საინფორმაციო მასალებს ამავე თემაზე. ჯგუფის წევრებს ასევე გავუზიარე საინტერესო საკითხები ფსიქოლოგიის თემატიკით.

    მიხარია, რომ აღნიშნულ ჯგუფში უკვე ბევრი ადამიანი გაწევრიანდა, არიან როგორც მოსწავლეები, ისე ზრდასრულები, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორია, რაც მახალისებს და მეტ სტიმულს მაძლევს, რომ აქტიურად გავაგრძელო მუშაობა აღნიშნული მიმართულებით.