მოხალისეები

  • ფანარა მეხტიევა_464.jpeg

    ფანარა მეხტიევა, 22 წლის, მოხალისე

    ვარ სტუდენტი, ვსწავლობ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მესამე კურსზე. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე ძალიან მომწონს და მაინტერესებს განსხვავებულ ადამიანებთან კომუნიკაცია, მათი მოსმენა და მათთან ურთიერთობა.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტმა ამის შესაძლებლობა მომცა, მე ვხვდები სოციალურად დაუცველ, მარტოხელა და შშმ პირებს, ზოგს ონლაინ-რეჟიმში, ნაწილს კი - პირადად. ვსაუბრობთ მათ პრობლემებზე, არსებულ ვითარებაზე. ისინი ამბობენ, რომ ჩემთან კომუნიკაცია ეხმარებათ სტრესისა და მარტოობის შეგრძნების დაძლევაში.

    მცირე მოხალისეობრივი გამოცდილება ამ პროექტში მონაწილეობამდეც მქონდა. რამდენიმე წლის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ჩემს მშობლიურ სოფელ ვახტანგისში მეგობრებთან ერთად მოვაწყვე სკოლის ბიბლიოთეკა,  ასევე ქართული ენის შესწავლაში ვეხმარებოდი ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსწავლეებს.

    მომავალში, როცა უკვე დიპლომირებული ფსიქოლოგი ვიქნები, ჩემი პროფესიით აუცილებლად გავაგრძელებ მოხალისეობრივ საქმეებს.