მოხალისეები

  • თამთა ტრაპაიძე_832.jpg

    თამთა ტრაპაიძე, 22 წლის, მოხალისე

    ჩემს მოხალისეობრივ საქმიანობას დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ქედში ვახორციელებ. ამჟამად, ძირითადად, საგანმანათლებლო აქტივობებს ვგეგმავ:

    ვცდილობ ჩემი ცოდნა გავხადო სასარგებლო  და სხვებსაც გავუზიარო. სწორედ ამიტომ, სხვადასხვა ასაკის მოზარდებს, მათ შორის აბიტურიენტსაც, ვამეცადინებ ინგლისურ ენაში, გვაქვს საკმაოდ ინტენსიური გაკვეთილები, ბავშვები მთელი მონდომებით ასრულებენ თავიანთ დავალებებს.

    უახლოეს მომავალში ვგეგმავ ადგილობრივ ხელისუფლებას თხოვნით მივმართო, რომ ერთი ოთახი გამომიყონ, სადაც შევძლებ მოხალისეობრივად და, რა თქმა უნდა, სრულიად უსასყიდლოდ, ინგლისური ენის სწავლებას დაინტერესებული მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის. ინტერესი და სურვილი კი, ძალიან დიდია მოსწავლეთა მხრიდან.

    ასევე, მქონდა ონლაინ-შეხვედრები შშმ პირებთან, რომელთაც გარკვეული პერიოდულობით ვესაუბრებოდი მათთვის საინტერესო თემებზე. ჩართული ვიყავი საარქივო პრესის კვლევის პროცესშიც და ძველი გაზეთების სტატიები ელექტრონულ ფორმატში გადმომქონდა. მომავალში კიდევ უფრო აქტიურად და სხვადასხვა სფეროში ვგეგმავ ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობის გაგრძელებას.