,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაციის კიდევ ერთ მოხალისესთან, ანა სიხაშვილთან ერთად ვახორციელებ პროექტს: ,,კოვიდი თანასწორობისთვის’’. პროექტი გულისხმობს ინტენსიური ტრენინგების ჩატარებას და მიზნად ისახავს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა შესახებ ინფორმაციულობის დონისა და ცნობიერების ამაღლებას.
ტრენინგებს მე და ანა ვუძღვებით, მასში ასევე ჩართულია 7 მოხალისე, რომლებიც გვეხმარებიან სხვადასხვა საკითხში, ასევე იღებენ ინფორმაციას შშმ პირთა საკითხებზე. მოხალისეების წარდგენა ეტაპობრივად, ვებინარების პროცესში მოხდება. მოხალისეების გარდა პროექტში ჩართულია 40-მდე მონაწილეც. პროექტის მიმდინარეობის პროცესში, საშუალოდ, თითოეული ადამიანი შშმ პირთა საკითხებზე მნიშვნელოვან და სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს დაახლოებით 5 ადამიანს, რაც ვთვლით რომ კარგი შედეგია.
პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით გვაქვს შიდა ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც ეტაპობრივად ვაქვეყნებთ საინტერესო მასალებს, ჩვენი პროექტი 3 თვის განმავლობაში გაგრძელდება და 2020 წლის დეკემბრის თვეში დასრულდება.