მოხალისეები

  • გიგა კობლიაშვილი_919.jpg

    გიგა კობლიაშვილი, 21 წლის, მოხალისე,

    მოხალისეობრივ აქტივობებს ვახორციელებ  გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში, ძირითადად, საგანმანათლებლო კუთხით. ადგილობრივი სკოლის მოსწავლეებს ვეხმარები მათემატიკის შესწავლაში, ეს ჩემთვის საყვარელი საგანია და შესაბამისი კვალიფიკაციაც მაქვს ამ მიმართულებით.

    ამჟამად ვარ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი. პანდემიის დაწყების შემდეგ, შემექმნა ბევრი პრობლემა, რის გამოც მიჭირდა სწავლის გაგრძელება, სწორედ მაშინ დავფიქრდი, რომ ასეთივე (და იქნებ უფრო მეტი) პრობლემები ექმნებოდათ მოსწავლეებსაც. ამიტომ გადავწყვიტე, ვისაც შევძლებდი ჩემი რესურსების შესაბამისად დავხმარებოდი და ასეც მოვიქეცი.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ჩართვამდე მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილება არ მქონია, თუმცა სურვილი ყოველთვის მქონდა და მიხარია, რომ ახლა ამის შესაძლებლობა მომეცა.