მოხალისეები

  • მარიამ მუზიაშვილი_151.jpg

    მარიამ მუზიაშვილი, 20 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ კასპის მუნიციპალიტეტში და როგორც მოხალისე ჩართული ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ ახალგაზრდულ პროექტში, რომელიც კოვიდ-19 პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ ხორციელდება.

    როგორც მოხალისე, რამდენიმე აქტივობას ვგეგმავ ჩემი ქალაქის მასშტაბით. ერთი მხრივ, მინდა, რომ ჩვენს ქალაქში მცხოვრებ ქუჩის ძაღლებზე ვიზრუნო, შევაგროვო მათთვის საკვები და, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, პერიოდულად გამოვკვებო ისინი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა, მგონია, რომ მიუსაფარ ცხოველებზე ზრუნვა არის თითოეული მოქალაქის მოვალეობა.

    მეორე მხრივ, მინდა, რომ დავგეგმო ერთგვარი საინფორმაციო კამპანია, რომლის მიზანიც საზოგადოებაში ვირუსის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება იქნება. მოვამზადებ საინფორმაციო პოსტერებს ძირითადი და მნიშვნელოვანი გზავნილებით. პოსტერებზე აღწერილი იქნება ვირუსისგან თავდაცვის საშუალებები, ის ხერხები და რესურსები, რაც პანდემიის დროს უნდა გამოიყენოს მოსახლეობამ, რათა ამ რთულ ვითარებაში შეძლოს ფიზიკური გადარჩენა. ამ პროცესებში მიმაჩნია, რომ საინფორმაციო უზრუნველყოფა, თითოეული მოქალაქის ინფორმირება ვირუსის პრევენციასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია პანდემიის შესაჩერებლად.