მოხალისეები

  • სალომე შველიძე_737.jpeg

    სალომე შველიძე, 20 წლის, მოხალისე

    ვარ ქართულ-ამერიკული (GAU) უნივერსიტეტის სტუდენტი, ქართული ფილოლოგიის მიმართულებით. ასევე ვარ აქტიური მოხალისე და არაერთი ახალგაზრდული პროექტის მონაწილე, სადაც თავადაც ბევრჯერ ვყოფილვარ ორგანიზატორი თუ ფასილიტატორი.

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში, ჩემი ინიციატივით ჩატარდა არაერთი ღონისძიება, მათ შორის: ტრენინგი „ერთად ენისათვის“. პროექტში მონაწილეობა მიიღეს 13-25 წლამდე დაინტერესებულმა ახალგაზრდებმა. ჩემი სურვილია, ახალგაზრდებმა  გაიუმჯობესონ მეტყველება და თავისუფლად შეძლონ ენობრივად სწორი და არასწორი ფორმების ერთმანეთისგან გარჩევა - ეს იყო ამ პროექტის მთავარი მიზანიც.

    ასევე, ,,ჰელფინგ ჰენდის’’ შიდა საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ამავე ორგანიზაციის დაფინანსებით გავნახორციელე პროექტი: ,,სიტყვები გონების წიაღიდან’’. პროექტი ახალგაზრდა შემოქმედებისთვის იყო განკუთვნილი. მივიღეთ პანდემიის პერიოდში შექმნილი მათი  ნაშრომები (ლექსები, ესეები, ჩანახატები, მცირე ზომის მოთხრობები). შევარჩიეთ ათი ახალგაზრდა, რომელთაც ჩაუტარდათ საინტერესო სპიკერების სემინარები/მასტერკლასები. საბოლოოდ, გამოვავლინეთ და დავაჯილდოვეთ საუკეთესო ნაშრომების ავტორები.

    მიხარია, რომ ,,ჰელფინ ჰენდის’’ მაშტაბური პროექტის მონაწილე ვარ, რომელიც აერთიანებს ძალიან საინტერესო, ერთმანეთისგან განსხვავებულ და ნიჭიერ ახალგაზრდებს. ჩვენ, ყველანი, სასიკეთო და საჭირო საქმისთვის შევიკრიბეთ და დარწმუნებული ვარ, ერთად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ და ამით წვლილს შევიტანთ საზოგადოების დახმარებასა თუ განვითარებაში. ჩემთვის, ეს პროექტი არის შანსი, დავეხმარო ჩემს თემს, იმ ადამიანებს, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.