მოხალისეები

  • ხათუნა თავართქილაძე_n_194.jpg

    ხათუნა თავართქილაძე, მოხალისე, 20 წლის

    მე მოხალისეობრივ აქტივობებს ხულოს მუნიციპალიტეტში ვახორციელებ. მაღალმთიან აჭარასა და კერძოდ, ხულოს მუციპალიტეტში ცხოვრობენ ხანდაზმულები, რომელთაც ძალიან სჭირდებათ სხვადასხვა სახის დახმარება.  ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ასეთ მარტოხელა მოხუცებს მივუტანე პირველადი აუცილებლობის მედიკამენტები. უახლოეს მომავალში კი ადგილობრივი თემის ჩართულობით ვგეგმავ საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას, რომლის ფარგლებშიც COVID 19 ვირუსისათვის დამახასიათებელ ნიშნებსა და ვირუსისგან თავდაცვის გზებზე ვისაუბრებ.  

    მინდა, რომ უფრო მასშტაბური ღონისძიებებიც განვახორციელო, მაქვს ბევრი იდეა ამ მიმართულებით, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენს რეგიონში პანდემიის გამო გართულებული ვითარებიდან გამომდინარე, ზემოთ დასახელებული ღონისძიებებით შემოვიფარგლები.

    გულწრფელად მახარებს ის, რომ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეთა გუნდის წევრი ვარ, ძალიან მინდა, რომ ბევრი წარმატებული პროექტი განვახორციელო ამ ორგანიზაციასთან ერთად,  ამიტომ, მომავალში აუცილებლად გავაგრძელებ მოხალისეობრივ საქმიანობას, საკუთარი თავისა თუ სხვა ადამიანების განვითარებისა და დახმარების მიზნით.