მოხალისეები

  • ნათია კოტორაშვილი_893.jpeg

    ნათია კოტორაშვილი, 20 წლის, მოხალისე

    ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში თავიდანვე აქტიურად ჩავერთე და რამდენიმე ღონისძიების მონაწილეც გავხდი. მათ შორის ერთერთია მოხალისეების მიერ წამოწყებული  საგანმანათლებლო პროექტი - „თანატოლი თანატოლისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეების დახმარებას სხვადასხვა საგანში. მოხალისეებს მეც შევუერთდი და  ჩავატარე ონლაინ-გაკვეთილები ქართულ ენასა და ლიტერატურაში.

    გარდა ამისა, ვმოხალისეობ არასამთავრობო ორგანიზაციაში „ხელი-ხელს“, რომელიც მიზნად ისახავს შშმ პირების მხარდაჭერას. სხვა მოხალისეებთან ერთად მაქვს ონლაინ-შეხვედრები მათ ბენეფიციარებთან. ჩვენ გვქონდა გაცნობითი შეხვედრები და ვგეგმავთ აქტივობებს, რომლებიც მათ საჭიროებებს იქნება მორგებული.

    მოხალისეობრივად შევასრულე სარედაქციო საქმეც. ჩართული ვიყავი თბილისის მერიის მიერ მხარდაჭერილ პროექტში „მედიცინა ძველ თბილისში“ და ვიმუშავე საარქივო პრესის მასალებზე.

    ამჟამად კი, ჰელფინგ ჰენდის მოხალისეები ვემზადებით საქველმოქმედო აქციის ჩასატარებლად. აქციას ექნება გამოფენა-გაყიდვის სახე და შემოსული თანხით დავეხმარებით უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს.