მოხალისეები

  • რუსა სოფრომაძე_67.jpg

    რუსა სოფრომაძე, 20 წლის, მოხალისე

    ვარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტი ფსიქოლოგიის მიმართულებით, მაქვს მოხალისეობრივი საქმიანობის გამოცდილებაც, ,,ჰელფინგ ჰენდსა’’ და საქველმოქმედო ფონდ ,,საქართველოს კარიტასში’’.

    ახლა აქტიურად ვარ ჩართული მიმდინარე პროექტში და თბილისის მასშტაბით ვახორციელებ შემეცნებით ტრენინგებს ბავშვებისთვის. ტრენინგის მონაწილეებს  საინტერესო ენერჯაიზერებს ვთავაზობთ, ასევე დისკუსიის ფორმატში განვიხილავთ ეფექტური კომუნიკაციის ძირითად კრიტერიუმებს და დეზინფორმაციისგან თავის არიდების მექანიზმებს.

    ჩემთვის ამ პროექტში მონაწილეობა არის სასიამოვნოც და საპასუხისმგებლოც. ერთი მხრივ, მივიღე ცოდნა, აქტიური სემინარების ფარგლებში, სადაც ტრენერის კვალიფიკაცია და სხვა მოხალისეთა ჩართულობა განსაკუთრებულ მოტივაციას მაძლევდა, გავიგე და კარგად გავაცნობიერე, რა სარგებელი მოაქვს მოხალისეობას. რომ ეს სასარგებლოა არა მხოლოდ ბენეფიციარებისთვის, არამედ თავად მოხალისესთვის, რომელიც იღებს ცოდნას და გამოცდილებას. მოხალისეობა საშუალებას გვაძლევს გავიცნოთ და შევიძინოთ ახალი მეგობრები. ასე გავიცანი მეც ამ პროექტის ფარგლებში მოხალისეები სხვადასხვა ქალაქიდან და რეგიონიდან და აღფრთოვანებული ვარ იმით, თუ როგორ ცდილობენ ისინი ადგილობრივად სხვადასხვა პრობლემის საპასუხოდ საინტერესო პროექტების განხორციელებას.