მოხალისეები

  • ევა ართმელაძე_o_43.jpg

    ევა ართმელაძე, 19 წლის, მოხალისე

    მე მოხალისეობრივ აქტივობებს ბათუმსა და ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ბეღლეთში ვახორციელებ, სადაც ვხელმძღვანელობ ლიტერატურულ კლუბ "შინ"-ს, რომლის წევრებს ვაცნობ ქართველ მოღვაწეეებს, მათ შემოქმედებასა და ბიოგრაფიას. კლუბში 25-მდე ადგილობრივი ახალგაზრდაა გაწევრიანებული. ჩვენ ასევე განვიხილავთ უცხოელი თუ ქართველი ავტორების წიგნებს, ვაწყობთ დისკუსიებს, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს.

    ჩვენი კლუბის საქმიანობის ფარგლებში მოვიწვიე სტუმარი - მწერალი გიორგი კეკელიძე, რომელიც შეხვდა კლუბის წევრებს და ჩაატარა ლექცია თემაზე "წიგნი და წიგნიერება". შეხვედრა შედგა ზუმ პლატფორმის გამოყენებით. ამ ხანგრძლივი და საინტერესო ლექციის განმავლობაში სპიკერს დავუსვით შეკითხვები და მოვისმინეთ მისი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე.

    ლიტერატურული კლუბის გარდა, ჩემი სოფლის ბავშვებს ვუტარებ გაკვეთილებს ქართულ ენასა და ლიტერატურაში. ასევე ვეხმარები მათ ინგლისური ენის საწყის დონეზე შესწავლაში. ამავდროულად, ვაცნობ სხვადასხვა პლატფორმისა თუ ტექნიკის სწორად გამოყენების სპეციფიკას, ვასწავლი საინფორმაციო ტექნოლოგიების ძირითად და ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს.