მოხალისეები

  • ნიკა აბაშიშვილი_930.jpg

    ნიკა აბაშიშვილი, 18 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ ქარელის მუნიციპალიტეტში, თუმცა ვარ თბილისის ,,ახალი სკოლის’’ მოსწავლე. მოხალისეობა ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმეა, ამავდროულად, სკოლიდანაც გვევალება, რომ საინტერესო პროექტების განხორციელებაში მივიღოთ მონაწილეობა. სწორედ ამიტომ ჩავერთე არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში და ვგეგმავ საგანმანათლებლო აქტივობებს: როგორც მოხალისე მასწავლებელი, ქარელში მცხოვრები მოსწავლეებისთვის ჩავატარებ ონლაინ-გაკვეთილებს მათემატიკაში. ავუხსნი სხვადასხვა საკითხს, ერთად შევასრულებთ სასკოლო დავალებებს. ერთი მხრივ, მათ დავეხმარები, რომ პანდემიური გარემოს მიუხედავად, ამ საგანში კარგი მომზადება ჰქონდეთ, მეორე მხრივ - მეც განვავითარებ ჩემს უნარებს და გავიმეორებ ნასწავლ მასალას. მათემატიკა ბავშვობიდან ძალიან საყვარელი საგანია ჩემთვის, რომელსაც ყოველთვის მთელი მონდომებით ვითვისებდი.

    მომავალში ძალიან მინდა, რომ ინჟინერიის მიმართულებით გავაგრძელო სწავლა და ჩავაბარო გერმანიის ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში.