მოხალისეები

  • მეგი გორდეზიანი_404.jpg

    მეგი გორდეზიანი, 18 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სენაკის მუნიციპალიტეტში. ჩართული ვარ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში. როგორც მოხალისემ, რამდენიმე აქტივობა დავგეგმე და განვახორციელე. მათ შორის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე უპატრონო და ქუჩის ძაღლებზე ზრუნვაა.

    შევაგროვე საკვები და მოვიძიე თავშესაფარი პანდემიის დროს უსახლკაროდ დარჩენილი ძაღლებისთვის. ამ პროექტში ჩემთან ერთად ჩაერთნენ ჩემი მეგობრები,  ოთხი ახალგაზრდა, ვისთან ერთადაც მოვიძიე რესურსები, შემომწირველები და შეგროვებული თანხით ვიყიდეთ საკვები მათთვის.

    მანამდე კი ქუჩის ძაღლების შესახებ შევკრიბეთ ინფორმაცია, რთული იყო უსახლკარო ძაღლებთან მისვლა, მათი დათვლა და საჭიროებების კვლევა. ეს ცალსახად რისკიც იყო ჩვენთვის. თუმცა, მიხარია, რომ შევძელით.

    ახლა მოხალისეებს გვჭირდება მასალა, რომ ძაღლებს დავუდგათ ათამდე კოტეჯი, არ გვინდა, რომ ზამთრის სიცივეში გარეთ დარჩნენ. საკვებზე ზრუნვა კი უფრო მარტივია, ამაზე თითოეულმა მოსახლემ უნდა ვიზრუნოთ.

    მომავალში ვგეგმავ საგანმანათლებლო კუთხით მოხალისეობას, მინდა, რომ დაწყებითი კლასის მოსწავლეებს დავეხმარო და ყოველკვირეულად ჩავუტარო ონლაინ-გაკვეთილები მათემატიკაში, ქართულსა და ბუნებაში.