მოხალისეები

  • თამუნა გეგელაშვილი_189 (1)_363.jpg

    თამუნა გეგელაშვილი, 18 წლის, მოხალისე

    ვცხოვრობ შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის მუნიციპალიტეტში და  აქტიურად ვმონაწილეობ ,,ჰელფინგ ჰენდის’’ მოხალისეობრივ პროექტში.

    ჩემი მოხალისეობრივი საქმიანობა ძირითადად საგანმანათლებლო სფეროს, ასევე ჯანდაცვას, რეპროდუქციას და ამ კუთხით ცნობიერების ამაღლებას უკავშირდება. აქტიურად ვმონაწილეობ ამ მიმართულებით დაგეგმილ სხვადასხვა პროექტში და, როგორც მოხალისე ჩართული ვარ რამდენიმე აქტივობაში, ესენია: ვებინარი საერთაშორისო განათლების შესახებ, დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის; ესეების კონკურსი; სესიები მენტალური ჯანმრთელობისა და სტრესის დამარცხების შესახებ და სესიები გოგონებისთვის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. ვფიქრობ, ყველა საკითხი აქტუალური და საინტერესოა ჩვენი პროექტების მონაწილე ახალგაზრდებისთვის.