ვარ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი და სწავლის პარალელურად, როგორც “ჰელფინგ ჰენდის” მოხალისე, აქტიურად ვარ ჩართული მოხალისეობრივ საქმიანობაში, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების და თვითგანვითარების თვალსაზრისით.
მოხალისეობრივი აქტივობები აგვისტოს თვეში დავიწყე. ჩართული ვარ ახალგაზრდული ორგანიზაციის პროექტში, სადაც ვეხმარები შშმ პირებს, მათ ვუტარებთ გაკვეთილებს და განვითარებაზე ორიენტირებულ სახალისო თამაშებს.
ასევე, ,,ჰელფინ ჰენდის’’ კიდევ ორ მოხალისესთან - ალეკო ქვრივიშვილთან და ანა ბარამაშვილთან ერთად ორგანიზებას ვუწევ ღონისძიებას, რომლის ფარგლებში, ყოველკვირეულად ეწყობა გამაჯანსაღებელი და სათავგადასავლო ლაშქრობა კუს ტბის მიმდებარედ, ბულბულების ჭალაზე.
ჩვენი პროექტის მიზანია: ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, ჯანსაღ გარემოში დროის სასარგებლოდ გატარება, Covid-19-ით გამოწვეული სტრესული გარემოდან თავის დაღწევა და სოციალური მხარდაჭერა.