მოხალისეები

  • სალომე ვარამაშვილიი_935.jpeg

    სალომე ვარამიშვილი, 18 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივი საქმიანობა ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, სწორედ ამიტომ ვარ ჩართული „ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში და მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად ვაპირებ ამ საქმის გაგრძელებას.

    მოხალისეობრივად ვმონაწილეობ არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ცენტრის (CSDC) პროექტში, რომლის ფარგლებში მიუსაფარ და განსაკუთრებული საჭიროებების ქალებს სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით ვამარაგებთ. მიდივართ იმ ქალების ოჯახებში, ვისაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ვესაუბრებით თითოეულ მათგანს და მათი პრობლემების აღმოჩენას და გაზიარებას ვცდილობთ.

    COVID 19 პანდემიის პირობებში ამ კატეგორიის ქალებს ყველაზე მეტად გაუჭირდათ. ამიტომ, მინდა ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ოდნავ მაინც შევუმსუბუქოთ არსებობად ქცეული ცხოვრება.

    ასევე ვგეგმავ ჩავატარო საგანმანათლებლო ტრენინგები 13-დან 29 წლამდე მოზარდებისა და ახალგაზრდებისთვის, ოჯახური ძალადობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის საკითხებზე. აქტიურად ვერთვები სხვა აქტივობებშიც, მაგალითად, ვგეგმავ, მონაწილეობა მივიღო მარათონში ,,სიცოცხლის გადასარჩენად 2020’’, რომელიც მთელი ევროპის მასშტაბით, ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში გაიმართება.