მოხალისეები

  • მარი ნაზაროვიn_931.jpg

    მარი ნაზაროვი, 17 წლის, მოხალისე

    მე მოხალისეობრივ აქტივობებს ჩემს მშობლიურ მხარეში, შიდა ქართლის რეგიონში, ქარელის რაიონის სოფელი სამწევრისში ვახორციელებ. ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტის ფარგლებში ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე აქტივობა დავგეგმე, მათ შორის:

    გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გავავრცელე ჩემივე მომზადებული საინფორმაციო პოსტერები და ფლაერები, ამავე საკითხებზე ასევე ჩავატარე ტრენინგები მოსწავლეებთან;

    COVID 19 ვირუსის პრევენციის და ჰიგიენური ნორმების დაცვის შესახებ დავამზადე და გავავრცელე საინფორმაციო პოსტერები;

    სხვადასხვა საგანში ჩავატარე გაკვეთილები სკოლის მოსწავლეებთან;

    სოფელში, მოსახლეობის მხარდაჭერით, შევაგროვე ხელმოწერები, რათა შემდგომში იქ არსებულ სარიტუალო დარბაზში გაიხსნას ახალგაზრდული სივრცე და სოფლის ახალგაზრდებმა შევძლოთ მისი გამოყენება სხვადასხვა პროექტის ფარგლებში;

    ასევე შედგა შეხვედრა ადგილობრივ თვითმართველობასთან, მათ ახალი იდეები და არსებული პრობლემები გავაცანით.

    ვცდილობდი, მოხალისეობრივ ღონისძიებები ,,ჰელფინგ ჰენდის’’ პროექტში ჩართვამდეც განმეხორციელებინა, აქტიურად ვატარებდი ტრენინგებსა და შეხვედრებს, დასუფთავების აქციებს, სხვადასხვა საერთაშორისო დღეების აღსანიშნავ აქტივობებს,  მომწონს ეს საქმიანობა და მომავალშიც აუცილებლად გავაგრძელებ ამ კუთხით მუშაობას.