მოხალისეები

  • ანა ჩაკვეტაძე_352.jpg

    ანა ჩაკვეტაძე, 17 წლის, მოხალისე

    მოხალისეობრივ საქმიანობას ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ზუბში ვახორციელებ. სექტემბრის თვეში, როცა ამინდებმა ხელი შეგვიწყო, მოვაწყვე ექსკურსია ხვამლის მთაზე, რომელიც ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს. ამ გასვლით ღონისძიებაში ადგილობრივი ახალგაზრდები ჩაერთნენ. ჩემი მიზანი იყო პანდემიის დროს სახლში დარჩენილი ადამიანების გააქტიურება და ფიზიკურ აქტივობაში ჩართვა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება და რა თქმა უნდა, ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობა. საბოლოო ჯამში პროექტის მიზანი შესრულდა, მართალია რთული ტური იყო, თუმცა ყველასთვის სასიამოვნო და მიხარია, რომ პროექტის მონაწილეები კმაყოფილები დარჩნენ.

    მომავალ აქტივობას ბავშვთა მიმართ ძალადობის საკითხზე ვგეგმავ. მინდა, საგანმანათლებლო პრეზენტაცია მოვამზადო და რამდენიმე თანატოლთან ერთად ჩავწერო საინფორმაციო ვიდეო ბავშვთა ძალადობის წინააღმდეგ;